ჯგუფი „პიკნიკი“, რომლის კონცერტი „კროკუს სითი ჰოლში“ 22 მარტს უნდა გამართულიყო, 27 მარტს კონცერტს პეტერბურგში გამართავს

რუსული ჯგუფი „პიკნიკი“, რომლის კონცერტი 22 მარტს მოსკოვში,  „კროკუს სითი ჰოლში“ უნდა გამართულიყო, მაგრამ ტერაქტის გამო ჩაიშალა, 27 მარტს სანკტ-პეტერბურგში, საკონცერტო დარბაზში, „ოქტომბერი“ კონცერტს გამართავს. კონცერტი არ გაუქმებულა. ამის შესახებ გამოცემა „არგუმენტი ი ფაქტი“ იუწყება.

„27 მარტის კონცერტი გაიმართება!“ – დაწერა პეტერბურგის საკონცერტო დარბაზმა „ტელეგრამში“.

ცნობისთვის, „კროკუს სითი ჰოლში“ 22 მარტს საღამოს მომხდარი ტერაქტის შედეგად, ბოლო ინფორმაციით, 137 ადამიანი დაიღუპა და 182 დაშავდა. ტერაქტზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.