სამივე დაღუპული ერთი ოჯახის წევრია, კიდევ ორს ამ წუთებში სასწრაფო ოპერაცია უტარდება – ახლახანს საზარელი ავარია მოხდა – დეტალები

ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ ოჩხამურის საგზაო მონაკვეთზე მოხდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილები, ერთი ოჯახის წევრები არიან. სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის განმარტებით, ადგილზე მისულ ბრიგადას სამი ადამიანი გარდაცვლილი დახვდა.

ორი დაშავებული კი კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმების განცხადებით, ორივე დაშავებულს სასწრაფოდ დასჭირდა ქირურგიული ჩარევა.

შემთხვევის ადგილას მობილიზებულია პოლიცია, ექსპერტ-კრიმინალისტები საგამოძიებო სამუშაოებს აწარმოებენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.