2024 წლის თებერვალში სანავთობო ბიტუმის იმპორტი შემცირდა, გათხევადებული აირების კი – გაიზარდა

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, 2024 წლის თებერვლის თვეში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 4.0 ათასი ტონა, რაც 5,2 ათასი ტონით, ანუ 56,5-ით ნაკლებია 2023 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (9,2 ათასი ტონა) შედარებით.

მ/წლის თებერვალში სანავთობო ბიტუმის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა ერაყიდან – 3,1 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 77,5%-ს შეადგენს. შემდეგ მოდის რუსეთი – 0,9 ათასი ტონა (22,5%);

2024 წლის თებერვლის თვეში გათხევადებული აირების (LPG) იმპორტმა შეადგინა 6,47 ათასი ტონა, რაც 3,37 ათასი ტონით, ანუ 108,7%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (3,10  ათასი ტონა) შედარებით.

მ/წლის თებერვალში გათხევადებული აირების (LPG) იმპორტის 99,8%  (6,46 ათასი ტონა) განხორციელდა რუსეთის ფედერაციიდან.