აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ჩრდილოეთ კაროლინაში ამომრჩევლებთან შეხვედრაზე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს „ყასაბი“ უწოდა.
როგორც თეთრი სახლის პრესსამსახური წერს, ბაიდენი დარწმუნებულია, რომ შტატებს შეუძლია, უკრაინა აგრესორისგან დაიცვას.
„ჩვენ იმდენი თანმიმდევრული ზომის მიღება შეგვიძლია იმისთვის, რომ ბოლოს და ბოლოს, უკრაინის დაცვა უზრუნველვყოთ ამ ყასაბი პუტინისგან“, – განაცხადა ბაიდენმა.
ბაიდენი ამის მისაღწევად გამოდის ინიციატივით, რომ მილიარდერებს ამჟამინდელი გადასახადი 8.2%-იდან 25%-მდე გაეზარდოთ, რაც მისი გათვლებით, მომდევნო 10 წლის განმავლობაში 400 მილიარდი დოლარის მოზიდვას გახდიდა შესაძლებელს.
ამერიკის პრეზიდენტის თქმით, ეს თანხა, სხვა საკითხებთან ერთად, შესაძლოა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლას მოხმარდეს.