ბაკურიანში ზვავში მოყოლილ დიმიტრი გოგოლაძეს კვლავ ეძებენ.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში Newshub.ge-ს განუცხადეს, სამძებრო სამუშაოები დილიდან განახლდა.
შეგახსენებთ, 28 მარტს დაბა ბაკურიანში თოვლის მასა ჩამოიშალა და ერთი ადამიანი მოიყოლა.