კანცლერს არ ეშინია პუტინის, – ასე უპასუხა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა ჟურნალისტის კითხვას, ეწინააღმდეგებოდა თუ არა კანცლერი ოლაფ შოლცი უკრაინისთვის გერმანული ფრთოსანი რაკეტის, „ტაურუსის“ მიწოდებას პუტინის შიშით.
ბერბოკმა განაცხადა, რომ დროა, შეწყდეს დისკუსიები „ტაურუსის“ უკრაინისთვის გადაცემაზე, რადგან რუსეთის მხრიდან არსებობს დესტაბილიზაციის რისკი.
„რუსეთის საომარი პროპაგანდის ნაწილი მიზნად ისახავს, გაყოს და დესტაბილიზაცია მოახდინოს დასავლეთის დემოკრატიის. ჩვენ არ უნდა დავუშვათ ეს, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ჩვენ არჩევნების წინაშე ვდგავართ – ევროკავშირში და გერმანიაშიც“, – აღნიშნა ბერბოკმა.