თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენს აშშ-ში 9 მაისს შეხვდება. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ლიდერებს შორის შეხვედრა თეთრ სახლში გაიმართება.
ბაიდენის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, ეს იქნება თურქეთის პრეზიდენტის პირველი ოფიციალური ვიზიტი თეთრ სახლში. შეხვედრის დამატებითი დეტალები უცნობია.
ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ლიდერები განიხილავენ ისრაელი-ჰამასის ომს, ასევე თურქეთის მიერ ამერიკისგან F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლების შეძენაზე.
შეგახსენებთ, ერდოღანი აშშ-ს ბოლოს 2019 წელს, დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს ეწვია.