ნატოს სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელმა, ადმირალმა რობ ბაუერმა განაცხადა, რომ ამჟამად არ არსებობს ნიშნები იმისა, რომ რუსეთი ნატოს ერთ-ერთ ქვეყანაში შეჭრას გეგმავს.
„არ მგონია, რომ პირდაპირი საფრთხე იყოს. პრობლემა ის არის, რომ რუსეთის ამბიციები უკრაინის ფარგლებს გარეთაც ვრცელდება. ჩვენ ეს ვიცით, ამიტომ, ზოგადად, ალიანსი უფრო მზად უნდა იყოს“, – აცხადებს ნატოს სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელი.
კითხვაზე, მიიჩნევს თუ არა ნატო საფრთხედ, თუ რუსეთი დაიწყებს სეპარატისტების მხარდაჭერას ბალტიის ერთ-ერთ ქვეყანაში, ბაუერმა უპასუხა, რომ ნატოს ხელშეკრულების მე-3 მუხლის მიხედვით, თითოეულ ქვეყანას უნდა შეეძლოს თავის დაცვა.
ადმირალმა, ასევე, აღნიშნა, რომ არ ეშინია აშშ-ს პრეზიდენტად დონალდ ტრამპის ხელახალი არჩევის.