არჩევნებში გამარჯვებული ჩვენი დემოკრატიაა, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
„31 მარტი ჩვენთვის არ არის დასასრული, არამედ გარდამტეხი მომენტია. მუნიციპალურ არჩევნებში თურქმა ერმა ისევ გამოიყენა საარჩევნო ყუთი პოლიტიკოსებისთვის თავისი გზავნილების გადასაცემად. შედეგების მიუხედავად, ამ არჩევნებში გამარჯვებული, პირველ რიგში, ჩვენი დემოკრატია, ეროვნული ნებაა.
ყველამ, 85 მილიონმა ადამიანმა, განურჩევლად მათი პოლიტიკური კუთვნილებისა, მოიგო საარჩევნო მარათონი და თურქეთი არის გამარჯვებული“, – აღნიშნა ერდოღანმა.
პრეზიდენტმა, ასევე, ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისმა პარტიამ ვერ მიაღწია იმ შედეგს, რომელიც სურდა და რომლის იმედიც ჰქონდა.
„არაფერია ხალხის ნებაზე ძლიერი. ამ გამარჯვებაში დამარცხებული არ არის“, – დასძინა ერდოღანმა.