კრემლი უარყოფს ინფორმაციას, რომ „ჰავანის სინდრომის“ დაავადების უკან რუსული სამხედრო დაზვერვა დგას

კრემლი უარყოფს საერთაშორისო ჟურნალისტური ქსელის  ინფორმაციას, რომ „ჰავანის სინდრომის“ დაავადების უკან რუსული სამხედრო დაზვერვა დგას.

„ეს სულაც არ არის ახალი საკითხი. მრავალი წლის განმავლობაში პრესაში გაზვიადებული იყო ეგრეთ წოდებული „ჰავანის სინდრომის“ თემა და თავიდანვე უკავშირებოდა რუსული მხარის მიმართ ბრალდებებს, მაგრამ არავის არასოდეს გამოუქვეყნებია ან გამოუთქვამს რაიმე დამაჯერებელი მტკიცებულება ამ უსაფუძვლო ბრალდებასთან დაკავშირებით. ეს ყოველივე სხვა არაფერია, თუ არა მედიის მხრიდან უსაფუძვლო ბრალდებები“, – განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა.