აფხაზეთში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი ვერტმფრენი ავარიულად დაეშვა

აფხაზეთში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი ვერტმფრენი ავარიულად დაეშვა.

შემთხვევა გულრიფშის რაიონში მოხდა.

ავარიული დაშვების შემდეგ მი-24-ის ტიპის ვერტმფრენს ცეცხლი გაუჩნდა.

მედიის ცნობით, ეკიპაჟის სამი წევრი აგუძერას სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.