შალვა პაპუაშვილი: არავინ აპირებს საქართველო სხვებს გადააბაროს – ჩვენ ვმოქმედებთ ქართველი ხალხის მანდატით

საქართველოს ხელისუფლებასა და მათ შორის ბიძინა ივანიშვილის, გვაქვს უმაღლესი ლეგიტიმაცია ქართველი ხალხისგან.

თუ ვინმე აპირებს, რომ ქართველი ხალხი ამ ქვეყნიდან გააქციოს, მაშინ ეს სხვა მიზნებია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მედიასთან განაცხადა, რითაც უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას, ეძებს თუ არა ბიძინა ივანიშვილი ქვეყნიდან გასაქცევს.

„ჩვენ ვმოქმედებთ ქართველი ხალხის მანდატით. მიუხედავად იმისა, რომ არის ბევრი მცდელობა, ხან სასამართლო გადააბაროს ქვეყანამ უცხო ჯგუფებს, ხან – სხვა შტო. არავინ აპირებს საქართველო სხვებს გადააბაროს“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.