Black Sea Arena: Scorpions-ის ყველა ბილეთი 2 საათში გაიყიდა

Black Sea Arena-ზე დაგეგმილი Scorpions-ის კონცერტის ყველა ბილეთი 2 საათში გაიყიდა. ინფორმაცია ამის შესახებ BSA-ს Facebook-ანგარიშზე გამოქვეყნდა.

„Starring Georgia 2024-ის პირველი რეკორდიც დაიწერა! 2 საათში Scorpions-ის ყველა ბილეთი გაყიდულია. ბენდი უკვე მეორედ, ჩვეული დიდებით ბრუნდება Black Sea Arena-ზე. მადლობა ყველა მელომანს, ვინც დილიდან ელოდა რიგს! გვეამაყება, რომ ერთად ვქმნით საქართველოს ახალ მუსიკალურ ისტორიას. საქართველო მთავარ როლში“, – აღნიშნულია BSA-ს პოსტში.