კახა კალაძე – სამარცხვინოა, რომ კონკრეტული კრიმინალი, ზურაბ ადეიშვილი ევროპის სხვადასხვა ინსტიტუციაში დადის, ჩვენი ქვეყანა და ხალხი იმსახურებს პატივისცემას

სამარცხვინოა, რომ კონკრეტული კრიმინალი ევროპის სხვადასხვა ინსტიტუციაში დადის, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტის მიერ იუსტიციის ყოფილ მინისტრთან, ამჟამად ბრალდებულ ზურაბ ადეიშვილთან დაკავშირებული შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

კახა კალაძე - სამარცხვინოა, რომ კონკრეტული კრიმინალი, ზურაბ ადეიშვილი ევროპის სხვადასხვა ინსტიტუციაში დადის, ჩვენი ქვეყანა და ხალხი იმსახურებს პატივისცემას

„ეს არის სამარცხვინო, რომ კონკრეტული კრიმინალი დადის ევროპის სხვადასხვა ინსტიტუციაში. ეს არის უმძიმესი თემა, რადგან ის არის ადამიანი, რომელსაც უმძიმესი დანაშაული აქვს ჩადენილი კანონისა და ხალხის წინაშე. ევროპა ერთგვარ თავშესაფრად იქცა კრიმინალებისთვის. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენი ქვეყანა და ხალხი იმსახურებს პატივისცემას“, – განაცხადა კახა კალაძემ.