ბარსელონას ინტერესი ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ ახალი ამბავი არაა, ახლა კი ცნობილი ხდება, რომ კატალონიურმა კლუბმა ქართველი ფეხბურთელის თაობაზე ნაპოლისგან ინფორმაცია გამოითხოვა, ამის შესახებ LaGazzetta.ge წერს.
ბარსელონა ახალ მარცხენა ვინგერს ეძებს, კვარაცხელია კი #1 სამიზნეა. მეორეს მხრივ დე ლაურენტისი ახალ კონტრაქტზე მუშაობს, თუმცა ახალ ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებები სეზონის ბოლომდე შეჩერებულია.
ბარსელონა-კვარაცხელიას თაობაზე LaGazzetta.ge-მ ინფორმაცია ერთ თვის წინ მიიღო.
კატალონიურ კლუბსა და ნაპოლის შორის პირველი კონტაქტი რამდენიმე კვირის წინ შედგა, დეკუმ და მისმა გუნდმა ხვიჩას შესახებ ყველა ინფორმაცია მიიღო: ახალი კონტრაქტის დეტალები, ფეხბურთელის და ნაპოლის სურვილი და ა.შ.
იტალიური კლუბი ხვიჩას ახალ კონტრაქტს 2028 ან 2029 წლამდე სთავაზობს, რაც შეეხება ხელფასს, „პარტენოპეი“ მზადაა ფეხბურთელს მინიმუმ €4.5 მილიონი შესთავაზოს.
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მოახლოებასთან ერთად, ბარსელონა – კვარაცხელიას თაობაზე უფრო მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი.