ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხალე როთი “ქართულ ოცნებას” აკრიტიკებს ე.წ. რუსული კანონის უკან შემობრუნების გამო.
“მმართველ პარტიას, “ქართულ ოცნებას” სრულიად არასწორად გაუგია რაღაც: საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება ნდობის ვოტუმი (ნდობის გამოცხადება) იყო და არა ჯილდო. “აგენტების” კანონის კვლავ მობრუნება ნდობის სერიოზული შელახვაა და ერთხელ და სამუდამოდ უნდა იქნეს აღებული მაგიდიდან”, – დაწერა მიხაელ როთმა x-ზე.
3 აპრილს “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში სპეციალური ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ მმართველი პარტია უცხოური გავლენის შესახებ კანონის მიღებას აპირებს.
მდინარაძის თქმით, გადაწყვეტილება 2 აპრილს გამართულ უმრავლესობის სხდომაზე მიიღეს. მისი თქმით, უმრავლესობის სხდომას არ დასწრებია, თუმცა 2023 წელს უარყოფილი „რუსული კანონის“ დაბრუნებას მხარს უჭერს „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც.
როგორც მდინარაძემ განაცხადა, კანონპროექტი პარლამენტში დაინიციირდება ზუსტად იმავე ტექსტით, როგორც შარშან იყო ინიციირებული. მისი თქმით, ერთადერთი განსხვავება იქნება, რომ ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ ჩანაცვლდება ტერმინით „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“.
“ნეტგაზეთი”