“რომ არა რუსეთი, ხვიჩა ასეთი ბრწყინვალე ფეხბურთელი ვერ გახდებოდა” – ზაზა ჯანაშია

ვეტერანი ფეხბურთელი ზაზა ჯანაშია რუსულ გამოცემა Metaratings-თან ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ კომენტარს აკეთებს.


“რუსული ფეხბურთი ქართულზე ძლიერია. მინდა რომ ჩემმა შვილმა რუსული სკოლა გაიაროს. ტექნიკურია, მაგრამ დასახვეწი აქვს რაღაცეები, რომელსაც რუსეთში შეიძენს. კვარაცხელიამ რუსეთში დაიწყო. მას რომ რუსეთის ჩემპიონატში არ ეთამაშა, ასეთი ბრწყინვალე ფეხბურთელი ვერ გახდებოდა’’ -ამბობს ჯანაშია.

შეგახსენებთ, რომ ზაზა ჯანაშიამ კარიერის დიდი ნაწილი რუსეთში გაატარა. კარიერის პოიკი ჯანაშიას 1996-2001 წლებში ჰქონდა, როდესაც მოსკოვის ლოკომოტივის ღირსებას იცავდა.

ჯანაშიამ საქართველოს ნაკრებში 9 შეხვედრა ითამაშა და 4 გოლის გატანა შეძლო.

წყარო: pnews.ge