უკრაინას სასწრაფოდ სჭირდება მეტი დახმარება – ბლინკენი

შეერთებული შტატები და მოკავშირეები აპირებენ, გააორმაგონ ძალისხმევა უკრაინისთვის საჭირო რესურსების მოსაძებნად, – ეს განცხადება აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ნატოს შტაბ-ბინაში გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინამ ბოლო თვეებში გარკვეული პროგრესი განიცადა. კერძოდ, მან უკან დაიხია რუსეთის ფლოტი შავი ზღვიდან, გახსნა გადაზიდვის გზები მსოფლიოში მარცვლეულის გასატანად.

მან, ასევე, აღნიშნა, რომ უკრაინამ მმართველობისა და უსაფრთხოების რეფორმების კუთხით მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია.

„მაგრამ ჩვენ ასევე ვიცით: უკრაინას სასწრაფოდ სჭირდება მეტი დახმარება. ჩვენ დღეს პირდაპირ მოვისმინეთ საგარეო საქმეთა მინისტრ კულებასგან, ყოველი დღე, დამატებითი დახმარების გარეშე, უკრაინის დამცველებსა და მის მშვიდობიან მოსახლეობას უფრო დიდ საფრთხეში აყენებს.

ჩვენი მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან რამდენიმე ქვეყანა ეხმარებიან რუსეთს თავდაცვის ინდუსტრიული ბაზის გაძლიერებაში და განაგრძობენ აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ“, – აღნიშნა ბლინკენმა.

ბლინკენმა აღნიშნა, რომ ჩინეთი აგრძელებს მასალების მიწოდებას რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიული ბაზის მხარდასაჭერად. ჩრდილოეთ კორეა და ირანი, ასევე, მხარს უჭერენ მოსკოვს და ეს ყველაფერი პუტინის ომის მანქანას ამარაგებს.

„ჩვენ ვიცით, რა სჭირდება უკრაინას: საჰაერო თავდაცვა, არტილერია, საბრძოლო მასალა. შეერთებული შტატები, აპირებს გააორმაგოს ძალისხმევა და, საჭიროების შემთხვევაში, გააორმაგოს რესურსების ძიება, რომელიც უკრაინას კვლავ სჭირდება“, – დასძინა ბლინკენმა.