ირანელი ოფიციალური პირების განცხადებით, დამასკოში, ირანის საკონსულოზე განხორციელებული სარაკეტო დარტყმის საპასუხოდ, რომელზეც პასუხისმგებლობას თეირანი ისრაელს აკისრებს, ირანმა, შეკავების მიზნით, ისრაელზე თავდასხმის გადაწყვეტილება მიიღო.
„ჩვენი მამაცი კაცები დასჯიან სიონისტურ რეჟიმს“, – ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის წევრები.
ირანის დიპლომატიურ დაწესებულებაზე თავდასხმა იყო ომის მნიშვნელოვანი ესკალაცია. ისრაელი ირანის საპასუხოდ ემზადება.
2-მა ირანელმა ჩინოვნიკმა The New York Times განუცხადა, რომ ირანმა თავისი სამხედრო ძალები სრულ მზადყოფნაში მოიყვანა.
ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ირანმა საპასუხო თავდასხმა შეიძლება მომდევნო კვირის ბოლომდე განახორციელოს.
ამავდროულად, ამერიკელი ოფიციალური პირი ამბობს, რომ აშშ ემზადება მნიშვნელოვანი თავდასხმისთვის და რომ ვაშინგტონსაც და იერუსალიმსაც მიაჩნიათ, რომ ირანის პასუხი გარდაუვალია.