სამხრეთ კორეა უკრაინას 2,3 მილიარდი დოლარის ოდენობის საშუალო და გრძელვადიანი დახმარების პაკეტს გამოუყოფს. ამის შესახებ რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა.
მინისტრმა ნატოს ქვეყნებისა და მათი პარტნიორების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრისას ასევე აღნიშნა, რომ სამხრეთ კორეა ნატოს ფონდის მეშვეობით უკრაინის სამხედროების სარეაბილიტაციო ცენტრების ფუნქციონირებისთვის 12 მილიონ დოლარს გამოყოფს. სამხრეთ კორეა უკრაინას იარაღსა და საბრძოლო მასალას არ აწვდის, მაგრამ ჰუმანიტარულ და ფინანსურ დახმარებას უწევს.
სამხრეთ კორეის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა შეხვედრაზე ასევე განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეა გაეროს რეზოლუციების დარღვევით რუსეთს იარაღს აწვდის, რაც კორეის ნახევარკუნძულს საფრთხეს უქმნის.