ზუგდიდში მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი. მოკლული ქალის მეუღლის ტარიელ ჯიმშელიას სიცოცხლის გადასარჩენად ექიმები ამ დრომდე იბრძვიან და ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელებმა ქალი გაგუდეს, კაცი კი სასტიკად სცემეს.
ახლობლების განცხადებით, ქალი რუსეთიდან რამდენიმე თვის წინ დაბრუნდა და სავარაუდოდ დამნაშავეები ფიქრობდნენ, რომ მათ სახლში ძვირფასეულობა და დიდი ფული ექნებოდათ.
„ბიძაშვილი ვარ. აბა რა გითხრათ. ყაჩაღობა იყო, ნამდვილად ყაჩაღობა. არაფერი არ წაუღიათ. არ იყო არაფერი და რას წაიღებდა. რის გამო მოვიდნენ არ ვიცი, რატომ მოკლეს ეს ქალი და რატომ დაჭრეს ის კაცი? არ მიშვებენ იქ, მაგრამ ლაპარაკობენ, რომ შეიძლება გადარჩესო. დარტყმული აქვს ზურგში. დაახრჩვეს მერე, რატომ არ ვიცი. არც ფული იყო, არც არაფერი. ალბათ, იყვირა და მაგიტომ დაახრჩვეს“, – აცხადებს ოჯახის ახლობელი.
თავდასხმაში ბრალდებულს სამართალდამცველები ეძებენ.
დანაშაულის ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები.