“„კროკუს სითი ჰოლზე“ ტერაქტის ორგანიზატორი უკრაინაა, თავდასხმა კი საფრანგეთმა, გაერთიანებულმა სამეფომ და გერმანიის ლიდერებმა დაასპონსორა”- რა განაცხადა მედვედევმა

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დმიტრი მედვედევის განცხადებით, „კროკუს სითი ჰოლზე“ განხორციელებული ტერაქტის ორგანიზატორი უკრაინაა, თავდასხმა კი საფრანგეთმა, გაერთიანებულმა სამეფომ და გერმანიის ლიდერებმა დაასპონსორა.

მედვედევის ცნობით, ტერაქტის ორგანიზატორებია არიან ნატოს ქვეყნების მაღალჩინოსნებიც.

„მაკრონის რიტორიკა, მისი ქმედებები და რაც მთავარია, სანქციები ბანდერულ რეჟიმთან საიდუმლო ოპერაციებზე, შესაძლოა, კვალიფიცირებული იყოს, როგორც თანამონაწილეობა 22 მარტის ტერაქტში. ამიტომაც, ხამანწკების და შამპანურის მოყვარულმა ისე ჩაისვარა, რომ ქვეშევრდომების მეშვეობით საჯაროდ უარყო საფრანგეთის მონაწილეობა ტერაქტში. აშკარაა, რომ მაკრონი და სხვა დასავლელი ლიდერები არიან ამ საშინელი ტერაქტის სპონსორები. ამის პატიება შეუძლებელია. აქ იმუნიტეტებით ვერ დაიმალები და ამიერიდან ისინი რუსეთისთვის მხოლოდ მტრები არ არიან“, – წერს მედვედევი.