გენერალი გოგი თათუხაშვილი ბოჭორმის ქუჩაზე, სასროლეთში მომხდარ ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ ფაქტს 2008 წლის ომის გმირი, პოლკოვნიკი იური ლომიძე შეეწირა. თათუხაშვილი ოჯახსა და ლომიძის თანამოსამსახურეებს უსამძიმრებს:
„სამწუხაროდ, კოდორის სპეცოპერაციის დაღუპულ მონაწილეთა რიცხვს კიდევ ერთი პროფესიონალი სამხედრო, პოლკოვნიკი იური ლომიძე შეეწირა. 2008 წლის ომის გმირი. კიდევ ერთხელ ვწუხვარ ღირსეული ქართველი ოფიცრის დაღუპვის გამო“, – წერს გოგი თათუხაშვილი.
ცნობისთვის, თბილისში, ისნის რაიონში, ბოჭორმის ქუჩაზე მაღაზია „ბეთლ გრაუნდის“ სასროლეთში მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაიცვალა სამი ადამიანი. დაშავდა 4 მოქალაქე. მესამე ადამიანი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
გარდაცვლილთაგან ერთი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელია. დაშავებული პირებიდან ორი მათგანი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელია, ხოლო ერთი, მაღაზია „ბეთლგრაუნდის“ თანამშრომელი.
tia.ge