აშშ-ის საელჩო – ასეთ დღეებში ყველაზე მძაფრად ვგრძნობთ, რატომ გვაერთიანებს ამერიკა-საქართველოს ასე მჭიდროდ თანაზიარი ღირებულებები, დამოუკიდებლობა, თავისუფლება და დემოკრატია

საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რობინ დანიგანმა 9 აპრილის ტრაგედიისას დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.

„9 აპრილს ვიხსენებთ საბჭოთა არმიის ხელით დაღუპულ 21 ადამიანსა და ასობით დაშავებულს, რომლებიც მშვიდობიანი დემონსტრაციით თავისუფლებას ითხოვდნენ. პატივს მივაგებთ მათ ხსოვნას, ვინც ვერ მოესწრნენ იმ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას, რომლისთვისაც ყველაზე ძვირფასი, სიცოცხლე გაიღეს.

ასეთ დღეებში ყველაზე მძაფრად ვგრძნობთ, რატომ გვაერთიანებს ამერიკა-საქართველოს ასე მჭიდროდ ჩვენი თანაზიარი, უმაღლესი ღირებულებები: დამოუკიდებლობა, თავისუფლება და დემოკრატია“, – აღნიშნულია საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.