გაუსაძლისად მძულს 9აპრილის სისხლიანი თარიღი,რომელმაც სათავე დაუდო ჩემი სამშობლოს გაპარტახებას, ქართველი ერის მონობა-დაკაბალებას, ამერიკულ ბორკილებს, სოციალიზმის დემონტაჟს, ეკონომიკის, ჯანდაცვის, განათლების, მეცნიერების, კულტურის,თუ სხვა სფეროების ნგრევას. ხელისუფლება-პარლამენტში კოლექტიური დასავლეთის მიერ მანქურთების დასმას.
დიახ, მე მძულს 9 აპრილი – ამერიკული “დემოკრატიის” დროშით მოსული ე.წ. ქართველი “პატრიოტების” საზეიმო თარიღი, რომელიც საქართველოს თავისუფლებასთან, ქვეყნის დამოუკიდებლობასთან არის გაიგივებული…
მეზიზღება 9 აპრილი – თარიღი,რომელმაც სათავე დაუდო ეთნოკონფლიქტებს, ძმათამკვლელ ომებს, მოძმე ერების, განსაკუთრებით, ერთმორწმუნე რუსი ერის სიძულვილს, მშობლიური ენის, მართლმადიდებლური სარწმუნოების ობსტრუქციას, ქართული ტრადიციების გასიცილებას.
მე მძულს 9 აპრილი,რომელმაც მწვანე შუქი აუნთო ჩემი ერის დეგრადაციას_ ოჯახის ინსტიტუტის მოშლას, ყალბი ფასეულობების გაფეტიშებას, ხალხის ძარცვა-
გაღარიბებას, მომავალი თაობების გარყვნა-გათახსირებას, ლგბტ-საზოგადოების აღზევება-პროპაგანდას, აწყვეტილ მეძავთა ბოგინს, ბორდელების, ნარკოკლუბების, კაზინოების გახსნას, კრიმინალს, ლოთობას, ნარკომანიას,
ქვეყანაში ისტორიული მტრების ნაშიერების თარეშს, უღირსი არსებების გმირებად გამოცხადებას.
დაბოლოს, მიმიფურთხებია ყველა იმ უღირსი ქართველისთვის, ვისაც დღეს საქართველო თავისუფალი და დამოუკიდებელი ჰგონია.
ჯენი ბურჯანაძე