სტამბოლის აეროპორტმა დაიწყო საპილოტე პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს მგზავრებისთვის ძაღლების დახმარებით სტრესისა და შფოთვის მოხსნას.
როგორც მედია წერს, პროგრამაში მონაწილე ყველა ძაღლი არის სერტიფიცირებული, პროფესიონალურად გაწვრთნილი, რათა დაამშვიდონ დასტრესილი ადამიანები.
ძაღლებს, რომლებიც ოფიციალურ უნიფორმას ატარებენ და აეროპორტის თანამშრომლები არიან, განსაზღვრული აქვთ სამუშაო გრაფიკი დილის 10:00 საათიდან 16:00 საათამდე. გუნდის ვეტერინარის თქმით, თითოეული ძაღლის ტემპერამენტი კარნახობს მათ სამუშაო საათების რაოდენობას.
აეროპორტის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ისინი უკვე გეგმავენ საპილოტე პროექტის გაფართოებას, რადგან პროექტს მოგზაურებისგან დადებითი შეფასებები მოჰყვა.