ვატიკანი გენდერულ ცვლილებას, სუროგაციასა და ‘ინ ვიტრო’ განაყოფიერებას კატეგორიულად მიუღებლად აცხადებს

ვატიკანის დოკუმენტში ნათქვამია, რომ რომის კათოლიკურ ეკლესიას სჯერა, რომ გენდერული ცვლილება და სქესის შეცვლის ოპერაცია ადამიანის ღირსების შეურაცხყოფაა. დოკუმენტში ასევე ცალსახად არის ნათქვამი ეკლესიის მხრიდან სუროგაციისა და in vitro განაყოფიერების მიუღებლობა.

 

დაბადებისას მინიჭებული სქესი არის ღვთის „შეუქცევადი საჩუქარი“, ნათქვამია დოკუმენტში, და „ნებისმიერი ჩარევა სქესის შესაცვლელად, როგორც წესი, საფრთხეს უქმნის უნიკალურ ღირსებას, რომელიც ადამიანმა მიიღო ჩასახვის მომენტიდან“.

დოკუმენტმა, რომელიც დაამტკიცა რომის პაპმა ფრანცისკემ, მაშინვე ღრმა შეშფოთება გამოიწვია ე. წ.  L.G.B.T.Q-ის დამცველთა შორის. ისინი შიშობენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეკლესია მოუწოდებს, არ მოხდეს ტრანსგენდერი ადამიანების მიმართ „უსამართლო დისკრიმინაცია“, ზემოთ აღნიშნული დოკუმენტი გამოყენებული იქნება სწორედ ტრანსგენდერთა დისკრიმინაციისთვის.

კონტექსტი: პაპმა ფრანცისკემ, რომელიც შეხვდა გეი და ტრანსგენდერ კათოლიკეებს, ნაკლებად განსჯისადმი მიდრეკილი ეკლესია თავისი პაპობის ნიშნად აქცია. მაგრამ მან უარი თქვა შეცვალოს ეკლესიის წესები და დოქტრინა, რომლებიც, ბევრი გეი და ტრანსგენდერი კათოლიკეს აზრით,  “გაუცხოებულია”.

 

წყარო: The New York Times