ბაიდენმა ტრამპს აშშ-ის დემოკრატიის „მთავარი საფრთხე“ უწოდა

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თეთრი სახლის ექსლიდერ დონალდ ტრამპს ამერიკული დემოკრატიის მთავარი საფრთხე უწოდა.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რას ხედავს ქვეყნის თავისუფლებისა და დემოკრატიის მთავარ საფრთხედ, ბაიდენმა უპასუხა: „სერიოზულად, ეს არის დონალდ ტრამპი“.

პრეზიდენტმა ბაიდენმა გაიხსნა 2021 წლის იანვრის მოვლენები და კაპიტოლიუმში შეჭრა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების ჩასაშლელად.

ბაიდენმა ტრამპის განცხადება გაიხსენა, რომლის თანახმადაც გამარჯვების შემთხვევაში „დიქტატორი“ მხოლოდ პირველ დღეს იქნება.

„ვერც კი გავიხსენებ ვერავის ჩემს ცხოვრებაში, ისტორიაში, ვისაც ასეთი მიდგომა ჰქონდა“, –  ხაზგასმით აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

მანამდე კი, მოქმედმა პრეზიდენტმა ყოფილ პრეზიდენტზე იხუმრა , აშშ-ში მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებზე ისაუბრა და ტრამპი გოლფის სათამაშოდ მიიწვია.