ვეძიოთ პარტნიორი და არა პატრონი! სულ მალე ვიხილავთ დასუსტებულ და უკვე გადაგვარების გზაზე დამდგარ ნატოს ალიანსს

იმ ფონზე, როდესაც გაჩნდა შანსი, დალაგდეს საქართველოს ურთიერთობები რუსეთთან და, ერთხელ და სამუდამოდ, გადავიდეთ ეროვნული ინტერესის გატარების პოლიტიკაზე, დასავლეთი გვეჩხირება და, ევროკავშირთან ერთად, ნატოს სამხედრო ბლოკში წევრობის იდეას გვახვევს თავზე.

შევჯერდეთ იმაზე, რომ ნატოს ბლოკი შეერთებული შტატების შვილია. ნატო ახორციელებს აგრესიულ პოლიტიკას რუსეთის სახელმწიფოს წინააღმდეგ, ეს განპირობებულია მისი ბუნებით, არსებით. იგი შეიქმნა  საბჭოთა და ახლა რუსული სახელმწიფოს განვითარების შეკავების მიზნით.

ალიანსის კიდევ ერთი მიზანი ევროპის მართვაა – იმ ევროპისა, რომლისკენაც ასე „მივისწრაფით“. ამ დროს ევროპა პრაქტიკულად აშშ-ის მძევალია და მის სუვერენიტეტს ამერიკის მიერ დომინირებული ნატოს სტრუქტურები ზღუდავს. თუკი ერთად აღებულ ევროპას, ცალკეულ ევროპულ სახელმწიფოებთან ერთად, ეზღუდება გადაწყვეტილებების მიღების თავისუფლება, ძნელი მისახვედრი არ არის რომ, საქართველო სრულად დაკარგავს დამოუკიდებლობას და  სუვერენიტეტს (ეგეც არის – გვქონდა კი?). ეს კარგად ჩანს დღევანდელი პოლიტიკური ვითარებიდანაც.

გავიხსენოთ ყველა ის ქვეყანა, სადაც ნატოს ჯარები შევიდნენ სხვადასხვა მოტივით, რა საშინელებები დამართეს თავიანთი ფერადი რევოლუციებით, ნატოს აგრესიულობა გამოიხატება არა მხოლოდ რუსეთთან მიმართებაში. ჩვენ გვახსოვს, რომ ნატოს მთელი არსებობის მანძილზე, ბლოკის მიერ წარმოებული ყველა ომი იყო აგრესიული. ომი იუგოსლავიის, ავღანეთის, ლიბიის, ერაყის, სირიის, წინააღმდეგ – ეს ყველაფერი ხომ ნატოა?

და როდესაც ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ამბობს, რომ ნატო არის თავდაცვითი ალიანსი, ის ხომ იტყუება. იმიტომ, რომ ნატო არასდროს არავისგან იცავდა თავს, მაგრამ ყოველთვის უტევდა. ამიტომაც დღეს ნატო ახორციელებს ასეთ აგრესიულ პოლიტიკას რუსეთი  წინააღმდეგ, რუსეთის შეკავების ლოზუნგით. ამბობს, ვითომდა უნდა აიცილოს რუსეთის ალიანსზე თავდასხმა.

თუმცა, ყველა კარგად ხედავს, რომ ამის გაკეთებას რუსეთი არ აპირებს. ვერავინ ახსნის, რატომ უნდა შეუტიოს რუსეთმა ნატოს, ყველაფერი პირიქითაა – ნატოს მიზანია რუსეთის განვითარების შეკავება. ამ მცდელობებში ჩვენც ვართ ჩათულები, სხვადასხვა ქმედებებით. აშშ-ნატოს სურვილია, რომ გააკონტროლოს კავკასია და ცენტრალური აზია, ნატო ცდილობს შეაღწიოს იქ, რათა ეს რეგიონები დააპირისპიროს რუსეთს. საამისოდ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი სხვადასხვა ხერხს მიმართავს: ცდილობს, ჩართოს პოსტსაბჭოთა ქვეყნები სხვადასხვა პროგრამებში, მათი ჯარები ნატოს სტანდარტებზე გადაიყვანოს და გაწვრთნას. არა იმისთვის, რომ მათ თავიანთი ქვეყნები დაიცვან, არამედ ნატოს ინტერესებს მოემსახურონ.

1999 წელს, იუგოსლავიაზე თავდასხმის შემდეგ, რუსეთმა შეზღუდა ნატოსთან თანამშრომლობა. პარტნიორობა დაპირისპირებაში გადაიზარდა და ეს დაპირისპირება წლიდან წლამდე მძაფრდებოდა. საქართველოს ინტერესებში არ შედის, დადგეს ნატოს მხარეს და დაუპირისპირდეს მეზობელ რუსეთს, რომელიც ჩვენს რეგიონში მყარი რეალობაა.

ცნობისთვის: ამა წლის 22 მარტს 25 წლის თავი შესრულდა ნატოს მიერ იუგოსლავიაზე  განხორციელებული განხორციელებული აგრესიიდან, მშვიდობიანი ქალაქების დაბომბვების დაწყებიდან. ევრაზიის ინსტიტუტმა და „ევრო-აზიურმა ალიანსმა“ ამ ტრაგედიას მივუძღვენით კონფერენცია. განვიხილეთ უახლესი ისტორია, ის დიდი შავი ლაქა, რომელიც მართმადიდებელ სახელმწიფოს დაატეხა თავს ნატოს ჯარებმა.

მიუხედავად ამისა, საბჭოთა კავშირის ზოგიერთი ყოფილი სახელმწიფო, მათ შორის საქართველო და უკრაინა, მოგვიანებით მონაწილეობდა ერაყისა და ავღანეთის ოკუპაციაში. სხვა სახელი ამას არ შეიძლება დაერქვას, სამხედრო შეფასებით ესეა. კავკასიის ქვეყნების და შუა აზიის სხვა ქვეყნების ქმედებები, რომლებიც იწვევენ ნატოს ინსტრუქტორებს, სავარაუდოდ ნაკარნახევია იმით, რომ სახელმწიფო ვერ ატარებს დამოუკიდებელ პოლიტიკას და ითვისებს სწორედ ნატოს პროგრამის მოქმედების მეთოდებს.

მას შემდეგ, რაც ნატოს მიერ მომზადებული უკრაინული ჯარის რეკლამირებული კონტრშეტევა ჩავარდა, საბოლოოდ უნდა დავფიქრდეთ იმაზე, თუ რა სარგებელს მოუტანს ალიანსი ჩვენს რეგიონს, ასევე შუა აზიის რეგონს.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ვერასოდეს იბრძოლებს ბირთვული შეიარაღების მქონე სახელმწიფოებთან, როგორებიც არიან რუსეთი და ჩინეთი, ასევე ინდოეთი. ამიტომ, ნატოს ძალიან ეშინია რუსეთთან ბრძოლის, მით უფრო რუსეთსა და ჩინეთს, რუსეთსა და ინდოეთს შორის დაახლოების ფონზე, რადგან ესმის, რომ რუსეთთან ომი ნატოს, როგორც სტრუქტურის, განადგურებას ნიშნავს.  ეს მოქმედება დაწყებულია, სულ მალე ვიხილავთ დასუსტებულ და უკვე გადაგვარების გზაზე დამდგარ ნატოს ალიანსს.

ნატოს ისღა დარჩენია, ბიოლოგიური ლაბორატორიებით ირიბად შეებრძოლოს რუსეთს, როგორც სანქციებითა და ეკონომიკური ბლოკადის მცდელობებით ებრძვის. ბევრჯერ დავწერე, რომ აშშ-მ ბიოლოგიური ლაბორატორიები  მძივებივით გაფანტა მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, ეს ერთ-ერთი სამოქმედო გემის ნაწილია რუსეთთან საბრძოლველად,  თორემ თავად შეერთებულ შტატებში ყველა ბიოლოგიური ლაბორატორია აკრძალულია. ამიტომ ისინი იყენებენ იმ ქვეყნებს, რომელთა „ყიდვა“ შესაძლებელია და მათ ტერიტორიაზე მოათავსონ, იმოქმედონ თავისუფლად, ეს  ბიოლოგიური ლაბორატორიები ანტიადამიანური კვლევების ჩასატარებლად და ბიოლოგიური იარაღის შესაქმნელად სჭირდებათ. კერძოდ, კავკასიაში, როგორც საქართველოში,  ასევე სომხეთში, მოქმედებს ასეთი ლაბორატორიები, მაგრამ  არის ყაზახეთშიც, სადაც კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაა ამ მხრივ. მათ ამის საშუალებას აძლევს სახელმწიფოს ხელმძღვანელობა, რომელიც მართულია მათგან, რომლებიც დიდ ძალ ფინანსებს იღებენ, არ  უფიქრდებით რომ ასეთი  ლაბორატორიებით ჩვენვე ვანადგურებთ ჩვენს ჯანმრთელობას, მომავალს და ჩვენს გარემოს.

ნატოს ქმედებების მთავარი მიზანია, რომ საბჭოთა კავშირის ყველა ყოფილი რესპუბლიკა დააპირისპიროს რუსეთს, გახადოს ისინი მტრები, ისევე, როგორც მათ გააკეთეს უკრაინაში. რა თქმა უნდა, ასეთი ქმედება დასავლეთისთვის მისაღებია, მაგრამ ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგან ჩვენ, როგორც პატარა ერი, ქვეყანა, გავქრებით თვალის დახამხამებაში, ამას ადვილად მოახერხებენ, თუ ჩვენ არ გავაკეთებთ სწორ არჩევანს.

დასასრულს გეტყვით, რომ ვეძიოთ პარტნიორი და არა პატრონი.

 

ვიქტორ (კობა) კუსიანი

საქართველოს ევრო-აზიური „ალიანსის“ ხელმძღვანელი