დავით ქართველიშვილი ლევან ბერძენიშვილზე: სისხლიანი 7 ნოემბრის თუ 26 მაისის ჯალათების ეს უსინდისო გამპრავებელი ჩემზე, თქვენზე, ჩვენზე რა ნამუსით ბედავს სისხლისღვრაზე საუბარს!

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში ლევან ბერძენიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა, გამჭვირვალობის შესახებ კანონის ინიციატორები (ხელისუფლება და მისი მხარდამჭერები) სისხლისღვრას გეგმავენ.

დავით ქართველიშვილი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ლევან ბერძენიშვილი დღეს იმ ადამიანებთან არის ერთ გუნდში, რომლებმაც 2007 წლის 7 ნოემბერს და 2011 წლის 26 მაისს მართლაც დაღვარეს საკუთარი მოქალაქეების სისხლი მშვიდობიანი აქციების სასტიკად დარბევის გზით.

„ეს არარაობა ჩემზე, თქვენზე, ჩვენზე იძახის, რომ სისხლისღვრაზე ვართ წამსვლელები! ჯელალ-ედ-დინის შნირის ამ რეინკარნაციას მთავარი რამ ეშლება – მამულის, ენისა და სარწმუნოების დასაცავად ქართველმა შეიძლება საკუთარი სისხლი დაღვაროს სწორედ რომ ამისთანა მონების ხელიდან. ზუსტად იმის გამო, რომ ამ არარაობებს შარშან ფრანკლინის კლუბში დაგეგმილი ჰქონდათ სისხლისღვრა, თუნდაც საკუთარ რიგებში – პოლიციელის სიცოცხლეზე ხომ აღარაფერს ვიძახი – მიღებული იქნა გადაწყვეტილება: თუნდაც ერთი, სისხლიან ზვარაკად შეწირული ახალგაზრდა ადამიანის სიცოცხლე, ქვეყანას არ უღირდა კანონის მისაღები პროცედურის გასაგრძელებლად. სისხლიანი 7 ნოემბრის თუ 26 მაისის ჯალათების ეს უსინდისო გამპრავებელი ჩემზე, თქვენზე, ჩვენზე რა ნამუსით ბედავს სისხლისღვრაზე საუბარს! უკანასკნელი 12 წლის განმავლობაში ადამიანებზე გამიზნული სროლის ერთადერთი შემთხვევა გვახსოვს და მისი ავტორი ამჟამად სწორედ საკუთარ რიგებში მოიკითხოს! სწორედ იმ დღეს ახალგაზრდების დანთხეული სისხლით გადაიხადა მან თქვენს, ანუ ჯალათების, რიგებში გასაწევრიანებელი საწევრო. დღეს ხელისუფლება უკანასკნელი ჯალათებისგან სრულად არის დაცლილი. მონების, ჯალათებისა და უსამშობლოთა უკანასკნელი რეიტინგებიც ამაზე მკაფიოდ მეტყველებენ“, – წერს ქართველიშვილი.