რუსული არმია სწრაფად იზრდება. ის ახლა 15%-ით გაიზარდა, ვიდრე უკრაინაში შეჭრის დროს იყო, – განუცხადა Business Insider-ს ევროპაში ნატოს ძალების უმაღლესმა სარდალმა, აშშ-ს არმიის გენერალმა კრისტოფერ კავოლიმ.
„ბოლო ერთი წლის განმავლობაში რუსეთმა ფრონტის ხაზზე თავისი ჯარისკაცების რაოდენობა 360 000-დან 470 000-მდე გაზარდა“, – აღნიშნა მან და დასძინა, რომ რაოდენობის ზრდა გამოწვეულია რუსეთის მიერ გაწვევის ასაკის 27-დან 30 წლამდე დაწევით.
კავოლის თქმით, ეს ნიშნავს, რომ რუსეთი მომავალ წლებში წვევამდელთა რაოდენობის 2 მილიონით გაზრდას შეძლებს.