ირანის პრეზიდენტის განცხადებით, ირანის წინააღმდეგ ნებისმიერ ახალ „აგრესიას“, „უფრო მძიმე პასუხი“ მოჰყვება

ირანის პრეზიდენტის იბრაჰიმ რაისის განცხადებით, ირანის წინააღმდეგ ნებისმიერ ახალ „აგრესიას“ „უფრო მძიმე და სამწუხარო პასუხი“ მოჰყვება. ამის შესახებ ამერიკული მედია ირანულ მედიაზე დაყრდნობით იტყობინება.

რაისის თქმით, ირანს ლეგიტიმური უფლება აქვს თავი დაიცვას.

„ლეგიტიმური თავდაცვის უფლების გამოყენება გვიჩვენებს ირანის პასუხისმგებლობიან მიდგომას რეგიონალური,  საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების მიმართ“, – აცხადებს ირანის პრეზიდენტი.

როგორც „სიენენი“ წერს, ისრაელზე თავდასხმის შემდეგ, ირანი აგრძელებს მუქარას.

შეგახსენებთ, 14 აპრილის ღამეს ირანმა უპილოტო თვითმფრინავებითა და რაკეტებით ისრაელს მასიურად შეუტია.

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ირანმა გამოიყენა 300-ზე მეტი დრონი და ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტა, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა მოიგერიეს.

ირანი ისრაელზე თავდასხმას საპასუხო რეაქციას უწოდებს სირიის დედაქალაქში ირანის საკონსულოს დაბომბვაზე.

1-ელ აპრილს, ირანმა ისრაელი სირიის დედაქალაქ დამასკოში ირანის საკონსულოზე მომხდარ ავიაიერიშში დაადანაშაულო, რა დროსაც 10-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.