ირანის წინააღმდეგ ნებისმიერ აგრესიას გამანადგურებელი პასუხი მოჰყვება, – ამის შესახებ ირანის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელმა, ბრიგადის გენერალმა აბოლფაზლ შეკარჩიმ განაცხადა.
მან მოუწოდა აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთსა და გერმანიას, „შეწყვიტონ სიონისტური რეჟიმის დანაშაულებრივი ქმედებების ადვოკატირება“.
„მოვუწოდებთ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებს, შეწყვიტონ ბავშვების მკვლელი ტერორისტული რეჟიმის მხარდაჭერა. თუ ისრაელის აგრესიული ქმედებები გაგრძელდება, პასუხი კიდევ უფრო ძლიერი იქნება“, – აღნიშნა ირანელმა გენერალმა.
ირანმა შაბათს ისრაელის მიმართულებით ათობით ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. რაკეტების უმეტესობა საჰაერო თავდაცვის სისტემის მეშვეობით ჩამოაგდეს, ძირითადად ისრაელის საჰაერო სივრცის გარეთ. მთლიანობაში ირანმა ისრაელის მიმართულებით 300-მდე დრონი, ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტა გაუშვა.