სალომე ზურაბიშვილი „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს ვეტოს დაადებს

სალომე ზურაბიშვილი „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს ვეტოს დაადებს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა.

ზურაბიშვილის განმარტებით, „ეს იქნება ხალხის ხმისა და სურვილის გამოხატულება“. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ მათთვის უცხო არ იქნება ზურაბიშვილის მხრიდან კანონზე ვეტოს დადება, თუმცა, როგორც უმრავლესობის წევრები განმარტავენ, ვეტო მათ მიერ დაძლეული იქნება.