თამარ ჩერგოლეიშვილი ექვსი ოპოზიციური პარტიის ერთობლივ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„ეს არ არის ოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადება. ეს არის ოპოზიციური პარტიების ნაწილის განცხადება – მომხრე ვარ გაერთიანდნენ და საზოგადოების დაბნევა შეწყვიტონ, თითქოს რამე განასხვავებთ ერთმანეთისგან.
და ეს თვითმარქვიები ვერაფერს მიაღწევენ ამ ტყუილებით.
თავად ამ ტექსტის დასაწყისი საუკეთესოდ ასახავს, რატომ არიან ლუზერები“, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.
ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა – „ახალი“, „გირჩი – მეტი თავისუფლება“, „დროა“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო საქართველოსთვის“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.