ირანის ქალაქ ესფაჰანის მახლობლად რამდენიმე აფეთქება მოხდა. BBC-ის ცნობით, აფეთქებები ავიაბაზის მახლობლად მოხდა, რომელიც საერთაშორისო აეროპორტის მახლობლად მდებარეობს.
ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, მათ ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებების მუშაობა დაინახეს. თავის მხრივ, ირანის ოფიციალური წყაროები იუწყებიან, რომ მათ რამდენიმე უპილოტო საფრენი აპარატი წარმატებით გაანადგურეს.
„უპილოტო საფრენი აპარატები წარმატებით იყო განადგურებული“, – განაცხადა ირანის კოსმოსური სააგენტოს წარმომადგენელმა ჰოსეინ დალირიანმა. სარაკეტო შეტევის შესახებ ინფორმაციას თეირანმა არ ადასტურებს.
შეტევის დროს ირანის დიდი ქალაქების რამდენიმე აეროპორტმა დროებით ფუნქციონირება შეაჩერა.