ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველ დირექტორს, კრისტალინა გეორგიევს შეხვდა.
როგორც შეხვედრის შემდეგ თურნავამ განაცხადა, აფასებს IMF-ის მზაობას, დაეხმაროს საქართველოს შემდგომი წარმატებული რეფორმების განხორციელებაში.
„International Monetary Fund-ისა და World Bank-ის ყოველწლიური საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში, მქონდა სასიამოვნო შესაძლებლობა შევხვედროდი კრისტალინა გეორგიევას და პირადად მიმელოცა მისთვის სსფ-ის მმართველი დირექტორის თანამდებობაზე მეორე ვადით არჩევა. აღსანიშნავია ისიც, მეტად ნაყოფიერი შეხვედრები გვაქვს ვაშინგტონში. ვაფასებ სავალუტო ფონდის მზაობას, დაეხმაროს საქართველოს შემდგომი წარმატებული რეფორმების განხორციელებაში“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.