ომი გრძელდება ახლო აღმოსავლეთში. ისრაელის არმიამ „ჰამასის“ წინააღმდეგ ოპერაციის ფარგლებში, ქალაქ რაფაჰზე ავიაიერიში მიიტანა.
სამიზნეში მოექცა ლტოლვილთა ბანაკიც, თუმცა, ცნობები მშვიდობიან მოქალაქეებს შორის მსხვერპლის შესახებ არ გავრცელებულა.
თვითმხილველების ინფორმაციით, „ცაჰალის“ ძალებმა წინასწარი გაფრთხილება გაავრცელეს და მოსახლეობას სამიზნეში ამოღებული რაიონის დატოვება ურჩიეს.