ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაინახა მტკიცებულებები, რომ ჩინეთი „გავლენის მოხდენას და შესაძლოა, ჩარევას“ ცდილობდეს აშშ-ის მომავალ არჩევნებში. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ენტონი ბლინკენმა CNN-ს პეკინში სამდღიანი ვიზიტის ბოლოს განუცხადა.
ბლინკენის თქმით, მან ჩინეთის ლიდერ სი ძინპინთან გაიმეორა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გზავნილი, რომელიც მან ნოემბერში, სან-ფრანცისკოს სამიტის დროს გააჟღერა იმასთან დაკავშირებით, რომ ჩინეთი არ უნდა ჩაერიოს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში.
გამოცემას სი ძინპინის სიტყვები მოჰყავს, რომლის მიხედვითაც, „ჩინეთი არ ჩაერევა აშშ-ში დაგეგმილ არჩევნებში“.