„მეორე მსოფლიო ომის გენეზისი“ – თბილისში ევრაზიის ინსტიტუტის ეგიდით კონფერენცია და ფოტოექსპოზიცია ჩატარდა (კონფერენციის ვიდეო+ფოტომასალა)

კონფერენციის მსვლეობისას, პროფესორმა მამუკა კარტოზიამ მოხსენება წაიკითხა მეორე მსოფლიო ომის დაწყებაზე. მან აღწერა ომის წინაისტორია და ყურადღება მიაქცია დასავლეთის სახელმწიფოებისა და პოლონეთის ნეგატიურ როლს, რომლებმაც საშუალება მისცეს ჰიტლერს, დაენაწევრებინა ჩეხოსლოვაკია.

პროფესორმა კარტოზიამ აღნიშნა, რომ დღევანდელ უკრაინაში, ისევე როგორც მეორე მსოფლიო ომის დროს, ფაქტობრივად ევროპა აწარმოებს ბრძოლას რუსეთთან, იყენებს რა თავის დაქირავებულ მებრძოლებს. მეორე მსოფლიოს ომის ჟამს ევროპის მთელი სამხედრო ძალა მიმართული იყო საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ.

მომხსენებელმა ასევე ხაზი გაუსვა ისტორიული ძეგლების შენარჩუნების აუცილებლობას, რომ მეფისნაცვალ ვორონცოვის ძეგლი თბილისში აღდგენილ უნდა იქნას. მან ასევე აღნიშნა სერბეთში ნიკოლოზ მეორისა და ბულგარეთში ალექსანდრე მეორის ძეგლების არსებობა და ხაზი გაუსვა, რომ ისტორია უნდა შენარჩუნდეს, მიუხედავად პოლიტიკური კონტექსტებისა.

ისტორიის საკითხების გარდა, კონფერენციაზე განხილულ იქნა საცხრამაისო ღონისძიებების პროგრამა. დაგეგმილია გამოფენა ღია ცის ქვეშ, ყვავილებით შემკობა და მსვლელობა მელიტონ ქანთარიას ბიუსტიდან პორფილე ჩანჩიბაძის ბიუსტამდე.