საქართველოში მოქმედი ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩო შემდეგ ინფორმაციას ავრცელებს, რომლის ტექსტსაც უცვლელად გთავაზობთ:
?29 აპრილს აღინიშნება სამხრეთ ირანის კუნძულებიდან პორტუგალიელთა განდევნა, ირანული კალენდრის მიხედვით, ეს თარიღი ცნობილია, როგორც სპარსეთის ყურის ეროვნული დღე. ირანელები ამ დიდებულ დღეს, ყოველწლიურად აღნიშნავენ იმამ-ყული ხანის უდიდეს ღვაწლს და ვაჟკაცობას.
?️იმამ ყული ხან უნდილაძემ, ქართული წარმოშობის სამხედრო-პოლიტიკურმა მოღვაწემ, სეფიანთა დინასტიის პერიოდში ფარსის პროვინციის მმართველმა, სპარსეთის ყურიდან პორტუგალიელთა განდევნაში უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა.
პირველი ძლიერი დარტყმა პორტუგალიელთა ჰეგემონიას იმამ-ყული ხანის მამამ, ალავერდი-ხანმა მიაყენა, რომელმაც 1602 წელს ბაჰრეინი პორტუგალიელი დამპყრობლებისგან გაათავისუფლა. მოგვიანებით ალევერდი ხანმა და იმამ-ყული ხანმა, ერთობლივი ძალებით, პორტუგალიელები ბანდარ აბასიდანაც განდევნეს.
თუმცა, პორტუგალიელებმა ერთი საუკუნით ადრე დაპყრობილ კუნძულ ყეშმზე ციხესიმაგრის აშენებით ერთგვარი რევანში განახორციელეს. ყეშმს, კუნძულ ჰორმოზის დასაცავად, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭებოდა.
1622 წელს შაჰ-აბასმა გადაწყვიტა პორტუგალიელთა ბატონობისგან კუნძული ყეშმიც გაეთავისუფლებინა. იმჟამად სპარსეთის ყურეში იდგა ბრიტანული ფლოტიც. იმამ ყული-ხან უნდილაძემ, ირანის მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად, ინგლისელებთან მოლაპარაკება გამართა. მათ სავაჭრო პრივილეგიების გაუქმებით დაემუქრა, ამავდროულად კი, ჯასქში, შირაზსა და ისპაჰანში ქარხნების გახსნის ნებართვა აღუთქვა. ეს ქარხნები 1615 წელს შაჰ-აბასმა გადასცა ბრიტანულ აღმოსავლეთ ინდოეთის კომპანიას. ამ ნაბიჯით, იმამ-ყული ხანმა აიძულა ბრიტანელები მათთან ეთანამშრომლათ და მხარი არ დაეჭირათ პორტუგალიელებისთვის.
?️საბოლოოდ, იმამ-ყული ხანმა შეძლო კუნძულზე პორტუგალიელთა ციხესიმაგრის დაპყრობა. კუნძულ ჰორმოზზე პორტუგალიელთა დანაყოფები 10 თვიანი ალყის შემდეგ ირანის არმიას დანებდნენ. ამით სპარსეთის ყურეში კუნძული ჰორმოზი პორტუგალიის იმპერიის ბატონობისგან გათავისუფლდა.?
იმამ-ყული ხანის წინამძღოლობამ და სიმამაცემ, არა მხოლოდ ირანის სამხედრო წარმატებები განაპირობა, არამედ კიდევ უფრო გამოჰკვეთა და თვალსაჩინო გახადა ირან-საქართველოს უძველესი ისტორიული და კულტურული ურთიერთობები.
?დაე, ჩვენს ხალხებს შორის მუდამ გაგრძელდეს ურყევი მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები.
????Imam Qoli Khan Undiladze: A Tribute to Iranian-Georgian Heroes on Persian Gulf Day
?On April 29, Iranians commemorate the expulsion of the Portuguese from Iran’s southern islands, marking it as the national day of the Persian Gulf. Each year, we honor the courage and contributions of Imam Qoli Khan Undiladze, the Georgian commander of the Iranian army.
?️Governing Fars state in the Safavid Empire, he played a crucial role in ending Portuguese occupation in the Persian Gulf. His father, Allah Vardi Khan Undiladze, initially liberated Bahrain from Portuguese control in 1602. Collaborating with his father, Imam Qoli Khan expelled the Portuguese from Bandar Abbas.
In 1622, Shah Abbas reclaimed Qeshm Island from Portuguese hands with British ships present. Imam Qoli Khan negotiated with the British, urging their cooperation with Iranian forces and warning of trade agreements’ cancellation unless they refrained from supporting the Portuguese.
?️Under his leadership, the Iranian Army seized the Portuguese fortress on Qeshm Island, leading to the surrender of the garrison on Hormuz Island after a ten-week siege. Imam Qoli Khan’s valor not only secured Iran’s victory but also strengthened the cultural and historical ties between Iran and Georgia. May our nations’ friendship thrive.?