ორ ფეხზე მყარად დგომით და ღირსებით ჩვენ გვსურს, გავხდეთ ევროკავშირის წევრი”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრი, დავით მათიკაშვილი აცხადებს.
“საქართველო პარლამენტის წინ, კიდევ ერთხელ, ყველას გასაგონად, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, ქვეყნის გარეთ ხმამაღლა იტყვის, რომ ეს ქვეყანა არის დამოუკიდებელი, არის სუვერენული და ამ ქვეყანას სურს იმ მიმართულებით სიარული, რომელიც არის ჩვენი ევროპული გზა. სწორედ დამოუკიდებლობით, სუვერენიტეტით, გამჭვირვალობით, კანონის უზენაესობით, ორ ფეხზე მყარად დგომით და ღირსებით ჩვენ გვსურს გავხდეთ ევროკავშირის წევრი,” – ამბობს მათიკაშვილი.
ცნობისთვის, “ქართული ოცნების” ორგანიზებით, თბილისში დღეს საერთო-სახალხო შეკრება გაიმართება.