რაფაჰზე ისრაელის თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 20 პალესტინელი დაიღუპა

რაფაჰზე ისრაელის თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 20 პალესტინელი დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაცია Reuters-ი ავრცელებს.

შეტევები სამ საცხოვრებელ სახლზე განხორციელდა.

მათივე ცნობით, ღაზის სექტორში, ჩრდილოეთით, ისრაელის სამხედრო თვითმფრინავებმა ასევე ორ სახლს დაარტყეს, რის შედეგადაც სულ მცირე ოთხი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაიჭრა.

ისრაელის თავდაცვის ძალებს შემთხვევის შესახებ ამ დრომდე კომენტარი არ გაუკეთებიათ.