მეგობრებო, დადექით ისტორიის სწორ მხარეს და ამას თქვენი შვილები აუცილებლად დაგიფასებენ, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირადმა წარმომადგენელმა, სოფო ჯაფარიძემ განაცხადა.
„დღევანდელი მათი კონტრაქცია არის ყველაზე დიდი სირცხვილი, ხელისუფლების სიმხდალის და შიშის გამოხატულება. კიდევ ერთხელ დავრწმუნდით იმაში, რომ თუ კი ივანიშვილს და „ოცნებას“ რამის ეშინია, ეს არის ქართველი ხალხის ერთობა. დღეს ისეთი ერთიანია ქართველი ერი როგორც არასდროს. გუშინდელი დღე იყო ამის ნათელი მაგალითი, როდესაც ასი ათასზე მეტი ადამიანი მოვიდა გულწრფელი პროტესტის გამოსახატად და დღევანდელი აქციით დავინახავთ სხვაობას. დღეს დავინახავთ ძალით, მუქარით, შანტაჟით ჩამოყვანილ ხალხს. საზოგადოებას აპირისპირებენ ერთმანეთთან, მშობლებს უპირისპირებენ შვილებს. მეგობრებო, უთხარით უარი რუსულ მარშში მონაწილეობაზე, დადექით ისტორიის სწორ მხარეს და ამას თქვენი შვილები აუცილებლად დაგიფასებენ“, – განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.