თურქეთი მოუთმენლად ელოდება, რომ ღაზაში მომხდარ ხოცვა-ჟლეტაზე დამნაშავეები პასუხს აგებენ, – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა განაცხადა.
„ჩვენ მოუთმენლად ველოდებით იმ დღეს, როდესაც ხოცვა-ჟლეტაზე დამნაშავეები პასუხს აგებენ სასამართლოს წინაშე. ისრაელის ოფიციალური პირები, რომლებიც აგრძელებენ საერთაშორისო სამართლისა და ჰუმანიტარული ღირებულებების უგულებელყოფას, დიდი ხანია, გასამართლებული არიან მსოფლიო საზოგადოებრივი აზრის სასამართლოში“, – აღნიშნა ფიდანმა.