ევროპაში საპირველმაისო აქციებზე ათობით ადამიანი დააკავეს

ევროპის რამდენიმე ქვეყანაში საპირველმაისო აქციებზე ათობით ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.

საფრანგეთში აქციაში 120 ათასი ადამიანი მონაწილეობდა. მიტინგები პარიზში, ნიცაში, მარსელში, სტრასბურგში და სხვა ქალაქებში გაიმართა. აქციის მონაწილეები ხისტი ეკონომიკის ზომებს აპროტესტებდნენ და დასაქმებასა და მაღალ ხელფასს მოითხოვდნენ.

აქციები სტამბოლშიც გაიმართა, სადაც პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. თურქეთში 200-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.

ათენში დემონსტრაცია სატრანსპორტო სფეროს მუშაკებმა მოაწყვეს. ისინი ძირითადი სამუშაო უფლებების დაცვას მოითხოვდნენ.