ლარის კურსი განახლდა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 4 მაისისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.6797 ლარი ეღირება, ევრო – 2.8777 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.3636 ლარი.

დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.6797 ლარი ღირდა, ევრო – 2.8684 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.3534 ლარი.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 4 მაისს ამოქმედდება.

და ბოლოს, დღეს 1 ლარი 34,87 რუსულ რუბლს შეადგენს.