ლაშა ფარულავამ ნაცმოძრაობის მთავარი გეგმა გაამხილა: „ვაპირებთ, პროტესტი შენარჩუნდეს იქამდე, სანამ „ოცნება“ …”

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ლაშა ფარულავა აცხადებს, რომ ეცდებიან გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების პროტესტის შენარჩუნებას მანამ, სანამ მმართველი გუნდი ხელისუფლების გადაბარებაზე არ დაიწყებს მოლაპარაკებებს. ამის შესახებ მან მედიასთან ისაუბრა.

„ჩვენ ვაპირებთ, რომ ეს პროტესტი შენარჩუნდეს იქამდე, სანამ ხელისუფლება არ წაიღებს რუსულ კანონს, არ დაჯდება ჩვენთან და არ დაიწყებს მოლაპარაკებას ხელისუფლების გადმობარებაზე“, – აცხადებს ფარულავა.