„აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი მეთიუ მილერი FARA-ს კანონზე საჯაროდ უტიფრად ტყუის!“, – ასე ეხმაურება რეჟისორი გოგა ხაინდრავა მეთიუ მილერის განცხადებას, სადაც ის ამბობს, რომ აშშ-ის უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი (FARA) ეხება მათ, ვინც უცხოური მთავრობების სახელით მოქმედებენ და არა მათ, ვინც არასამთავრობო ორგანიზაციების ლეგიტიმურ საქმიანობას ეწევიან.
„აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი მეთიუ მილერი FARA-ს კანონზე საჯაროდ უტიფრად ტყუის! ეს არ არის პირველი შემთხვევა! როდესაც ჰეგემონი სახელმწიფო ცრუპენტელობას იწყებს და მსოფლიოს დასაცინი ხდება! ეს მისი პოლიტიკური გავლენების კრახის მომასწავლებელია!“, – წერს გოგა ხაინდრავა.