ისრაელის ჯარებმა ღაზას სექტორში, ქალაქი რაფაჰი დაბომბეს. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება.
ისრაელის მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ კაიროში არაპირდაპირი მოლაპარაკებების ბოლო რაუნდი ფასრულდა და ისრაელი გააგრძელებს ოპერაციას ღაზას სექტორის სხვა ნაწილებში, ისე როგორც ეს დაგეგმილი იყო.
„ისრაელმა შუამავლებს თავისი დათქმები წარუდგინა „ჰამასის“ შეთავაზებაზე მძევლების გათავისუფლების შესახებ“, – აღნიშნა ისრაელის წარმომადგენელმა.
ამასთან, ღაზას სექტორში, „ჰამასის“ და ისლამური ჯიჰადის პალესტინელმა მებრძოლებმა განაცხადეს, რომ მათმა მებრძოლებმა ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები და ნაღმტყორცნები ესროლეს ისრაელის ტანკებს, რომლებიც კონცენტრირებულია ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში.
ისრაელის საჰაერო თავდასხმას რაფაჰის საბრას რაიონში ორ სახლზე 12 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ქალები და ბავშვები.